ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2020 წლის 29 აგვისტოს 11:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
1. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, (იჯარის ფორმით) აუქციონის წესით, გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი).