ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2022 წლის 28 იანვარს 11:00 საათზე, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მ. თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
5. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მ. თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მ. თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
8. მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის გაცნობა.
(მომხსენებელი: ლ. ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).