ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2025 წლის 31 მარტს 11:00 საათზე ,საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ლევან ქავთარაძე - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
3. “სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლისთვის კობა შუბითიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ლევან ქავთარაძე - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
4. “2024 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ„ ანგარიშების მოსმენა;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);