ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2025 წლის 29 მაისს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში. სხდომის დღის წესრიგი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი:ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე)
4. სხვადასხვა.