ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2026 წლის 27 იანვარს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე).
3. „ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოს ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ლანა გვასალია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილების უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის უსახელო ქუჩებისა და და ჩიხების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ლანა გვასალია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილების უფროსი);
5. „ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ლანა გვასალია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილების უფროსი);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას პირველი ჩიხისთვის რეზო თოდუას ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).