ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 7 მარტს 13:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);
2. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);