ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2017 წლის 12 ივლისს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი).