ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივები ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი საფეხბურთო მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 4 უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში 24 აგვისტოს 12:00 სთ-ზე გაიმართება საჯარო განხილვა.
დაინტერესებული პირებისთვის დასწრება თავისუფალია.