ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერისთვის და საჯიჯაოს ადმინისტარციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის ხობის რაიონის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 6 თებერვალს 12:00 სთ-ზე გაიმართება საჯარო განხილვა.
დაინტერესებული პირებისთვის დასწრება თავისუფალია.