ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივა ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ეთეულში მდებარე ერთერთი ქუჩისთვის ტრაგიკულად დაღუპული ნინი კონჯარიას სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 13 ივნისს 11:00 სთ-ზე გაიმართება საჯარო განხილვა.
დაინტერესებული პირებისთვის დასწრება თავისუფალია.