ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივა ხობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის ბრინჯაოს პრიზიორის ნუგზარ წურწუმიას სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 17 სექტემბერს 12:00 სთ-ზე გაიმართება საჯარო განხილვა.
დაინტერესებული პირებისთვის დასწრება თავისუფალია.