26 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მხრიდან მოსმენილ იქნა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში. ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა საბახტარაშვილმა ისაუბრა ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მუშაობა კომისიის მიერ დადებითად შეფასდა.
გაწეული მუშაობის ანგარიში ასევე საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრებს წარუდგინა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორმა ელისო კვიკვინიამ, რომელმაც ისაუბრა გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის მხრიდან გაერთიანების მუშაობა შეფასდა დადებითად.