ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა კონცერტი „გაზაფხული შემოსულა ლენ...". კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სკოლის წარმომადგენლებმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა „კოლხეთმა“. გამომსვლელთა მიერ შესრულებულმა ხალხურმა სიმღერებმა, ლიტერატურულმა კომპოზიციამ და საფორტეპიანო ნაწარმოებებმა მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდა.