ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი საკრებულოს, მერიის, სკოლის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც პროექტის და ბუნებრივი კატასტროფების მართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.
პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.