ბულგარეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მკლავჭიდელებმა და 10 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
წარმატებულმა ხობელმა სპორტსმენმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, გენადი კვიკვინიამ (110 +) მორიგი გამარჯვება იზეიმა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.