16 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდმა „სოხუმი“, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მემომრანდუმის ფარგლებში სამი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი ეხებოდა გენდერული თანასწორობის მიღწევის შესაძლებლობებს, ოჯახურ ძალადობას და ქალთა საჭიროებების კვლევას. ტრენინგის სამიზნე ჯგუფები იყვნენ: მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების ხელმძღვანელები და სკოლის პედაგოგები.