30 ნოემბერს თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გენდერული თანასწორობისთვის კამპანია განხორციელდა, რომლის მიზანი იყო ხელი შეუწყოს ქალების პოლიტიკაში აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას ყველა დონეზე. შეხვედრას უძღვებოდნენ მსახიობები დუტა სხირტლაძე და ნატა ბერეჟიანი, რომლებმაც ისაუბრეს ქალის როლზე და მათი ჩართულობის აუცილებლობაზე, როგორც პოლიტიკაში ასევე ზოგადად სახელმწიფოს საქმიანობაში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პასუხები გაეცა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებს. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.