9-11 ოქტომბერს ქ. თბილისში ჩატარდა ღია ეროვნული ტურნირი მძლეოსნობაში. რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეული სპორტსმენები, ტურნირში მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსნობის ჯგუფის მოსწავლე გრიგოლ ახალაია. მან წარმატებით იასპარეზა და 100 და 200 მ გარბენებში მე-2 ადგილი დაიკავა. (მწვრთნელ-მასწავლებელი ინდირა გრიგოლიანცი).