22 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წლის 24 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გენდერულ საკითხებში პოზიციაზე, გამოცხადებული ღია კონკურსის ფარგლებში, გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.
ღია კონკურსზე დარეგისტრირდა 8 განაცხადი, დოკუმენტაციის გადარჩევის საფუძველზე მომდენო ეტაპზე გადავიდა 1 კანდიდატი, გასაუბრებაზე გამოცხადდა 1 კანდიდატი.
ღია კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებისა და საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.