4 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩატარდა საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ღია პირველობა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ თბილისის, აბაშის, სენაკის, ძველი სენაკის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობისა და საჯიჯაოს სპორტსკოლების ნორჩი მოჭიდავეები.
შეჯიბრი 10 წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სპეციალური მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.