ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის კრივის სკოლის ნორჩი მოკრივეებისმონაწილეობით ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია ესწრებოდნენ.
სპორტული შეჯიბრების გამარჯვებული და პრიზიორი მოკრივეები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.