2 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გენდერული საბჭოს ეგიდით, ღონისძიება „ერთად ვეძებოთ გზები“ გაიმართა. შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე და ბიზნესსექტორში დასაქმებული ქალები ესწრებოდნენ.
შეხვედრაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მონაწილეობდა საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თეა გელანტია.