ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დაჯილდოვდნენ სკოლამდელი განათლების 2025 წლის ღვაწლმოსილი თანამშრომლები; დარეჯანი საბეკია - ქალაქ ხობის N2საბავშვო ბაგა-ბაღი, ლარისა ჭითანავა - ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი და მაყვალა ბახტაძე- ქალაქ ხობის N2საბავშვო ბაღი.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებელები:
ირა სიხარულია-ზემო ქვალონის საჯარო სკოლა. მანელა ნაჭყებია - სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლა და მაია ნარსია- ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ხობელი ახალგაზრდები - ანა ქებურია და საბა ქარდავა, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვეს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი.
საღამო შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით გაგრძელდა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.