ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდობას ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს ცოდნის დაუფლებისა და მიღწევების საინტერესო ცხოვრების გზაზე, რათა განახორციელოთ ქვეყნის წინაშე თქვენი უპირველესი მოვალეობა - სწავლა-განათლება, განავითაროთ თქვენი ინტელექტუალურ-შემეცნებითი პოტენციალი და უნარ-ჩვევები, რომლითაც უნდა განსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები.
ასევე ვულოცავთ პედაგოგებსა და მშობლებს .ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ და შევძლოთ ჩვენი შვილებისათვის ყველა იმ საუკეთესო პირობების შექმნა, რითაც განპირობებულია ხარისხიანი განათლების მიღება, რაც საშუალებას მისცემს მათ თვითონ შექმნან ღირებულებები და ჩამოყალიბდნენ ჩვენი ქვეყნისა და თავისუფალი, ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეულ მოქალაქეებად.
ღმერთმა გააძლიეროს და მოჰმადლოს ჩვენს ახალგაზრდობას ნიჭიერება და ენერგია.
პატივისცემით,
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა