ძვირფასო ხობელებო, თანამოქალაქენო!
გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის გმირული ისტორიული წარსულის, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სახელოვანი წინაპრებისა და „ყოველთა ქართველთა“ სანუკვარი ოცნებისა და გამარჯვების სიმბოლო. სწორედ დამოუკიდებლობის ამ აქტის საფუძველზე მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს. დღესაც უდიდესი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა... ჩვენს თაობას წილად ხვდა, საქართველოსათვის უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ყოველი ჩვენთაგანის ვალია გავუფრთხილდეთ წინაპართა მონაპოვრებს, გავაგრძელოთ და ბოლომდის მივიყვანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიული მემკვიდრეობის -ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რათა დავუმკვიდროთ ჩვენს სამშობლოს და მომავალ თაობას ღირსეული ადგილი ცივილიზებულ და თავისუფალ სამყაროში.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ეროვნული გმირის, ერის სინდისად აღიარებული მერაბ კოსტავას დაბადების დღე, რომელიც ასევე სიმბოლურად და განგების ნებით ემთხვევა ამ თარიღს... შევეხმიანოთ მის ზეციურ ხმას „ჩვენთან არს ღმერთი“ - არს და იქნება!
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ედიშერი ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე