ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალური შეხვედრა აზერბაიჯანის წარმომადგენელთან გამართა, ვახტანგ ლოლუამ აიხან ჯავადოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ ფალავანს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მას.