ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად აღიარებული ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ღვთაებრივი ცხოვრება ნათლით იყო გაბრწყინებული, მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან, მრავალი განუკურნავს, ბრმათათვის თვალი აუხელია, უტყვთათვის მეტყველების - მადლი, სიღატაკეში მყოფთათვის ცხოვრების სახსარი მიუცია.
ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა და მფარველობა.