ხობში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
ცენტრალურ პარკში მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა, მოგზაურობა ზღაპრის სამყაროში, ასფალტზე ცარცით ხატვა. სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ჭადრაკსა და შაშში. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები ზრუნავდნენ.
ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.