ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ მართლმადიდებლური სამყაროსთვის უდიდეს დღეს - შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მაცხოვრის დაბადების დღეს, რომლითაც დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა. ღვთის წყალობა გინათებდეთ გზას თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს, მშვიდობა, დღეგრძელობა და ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა.