ძვირფასო ახალგაზრდებო!
დიდი სიყვარულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას! დაე, წარმატებული იყოს, ახალი ცხოვრების დამოუკიდებელ ეტაპზე თქვენი გადასვლა. გისურვებთ ღირსეულ მიღწევებს თანამედროვე მეცნიერების დაუფლებასა და ცოდნის გაღრმავებაში, რათა ჩამოყალიბდეთ ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ, მაღალი საზოგადოებრივი ღირებულებების მატარებელ მოქალაქეებად, რომლებმაც უნდა აშენოთ, განავითაროთ და დაამშვენოთ ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი. ღმერთმა მოგმადლოთ სწავლის წყურვილი, ნიჭიერება, ჯანსაღი და საინტერესო ცხოვრება.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ლევანი ქავთარაძე