ძვირფასო ახალგაზრდებო! დიდი სიყვარულით გილოცავთ სასკოლო ცხოვრების დამთავრების, ბოლო ზარის სიმბოლურ დღეს, რომელსაც ახლავს მოსწავლეობასთან განშორების ფარული სევდა, მაგრამ ამავე დროს, ახალ, დამოუკიდებელ, უფრო საინტერესო ცხოვრების ეტაპზე გასვლის სიხარული.
მოემზადეთ! დღეიდან იწყება თქვენს ცხოვრებაში ახალი გაკვეთილები. გისურვებთ ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე სწორი არჩევანის გაკეთებას და დასახული მიზნების წარმატებით აღსრულებას!
გვჯერა, რომ თქვენი თაობა, ახალგაზრდობის ამუმშვენიერეს დროს, გამოიყენებთ ყველა სირთულისა და გამოწვევის დასაძლევად, რათა გახდეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული და წარმატებული მოქალაქეები, რომლებმაც უნდა აშენონ და განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი და დაიმკვიდრონ ცივილიზებულ, თავისუფალ სამყაროში თავისი კუთვნილი ადგილი.
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების ურთულეს გზაზე!
პატივისცემით, ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე