ძვირფასო აბიტურიენტებო, სტუდენტობა ეს არის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ეუფლებით თქვენს მომავალ პროფესიას. თქვენ უნდა მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და განათლება, რადგან განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის, რათა ერთიანი ძალებით ავაშენოთ წარმატებული სახელმწიფო.
გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ამ წარმატებას, გისურვებთ წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც თქვენი შედეგებით გადადგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მიგეღწიოთ უმაღლეს მწვერვალამდე და თქვენი ოჯახების, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო საქმეები გეკეთებინოთ.
პატივისცემით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა