5 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.
ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ხობის მუნიციპალიტეტიდან მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია იმყოფებოდნენ.