29 იანვარს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „სეუს” მონაწილეობით ტრაგიკულად დაღუპული ზურა მეგრელიშვილის და გიორგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ხობელი მოცეკვავეები, დამსწრეთა შორის იყვნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო დიდ მადლობას უხდის ანსამბლის ხელმძღვანელობას, თითოეულ მონაწილეს თუმც ტკივილნარევი, მაგრამ ლამაზი საღამოსთვის.