19 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფინანსთა სამინისტროსა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ერთობლივი კორდინაციით გაიმართა ხობის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების დარგობრივი სამსახურის უფროსების საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ახალი ფორმის ბიუჯეტში, პროგრამების სფეროების მიხედვით ჩამოყალიბება, დარგობრივი სამსახურების ხელმძღვანელების ინფორმირება პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის, შესრულებაზე კონტროლისა და ანგარიშგების ვალდებულებების შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა GIS-ის სამუშაოების შეხვედრების ფასილიტატორი სულხან თოლორდავა.