12 აგვისტოს ქ. ხობში სიმინდის ზეთისა და სიმინდის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის პროცესი ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ბიზნესმენმა და მომავალმა თანაპარტნიორმა ვასილ ბაბლუანმა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.
ქარხნის მშენებლობა მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივით ხორციელდება. დეპუტატმა სტუმარს დეტალურად გააცნო მიმდინარე სამუშაოები, ისაუბრა მომავალ გეგმებზე და პერსპექტივებზე, როგორც მან აღნიშნა ქარხნის მშენელობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.