ხობის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 14 -19 აპრილს ჩატარდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეხუთე გათამაშება მინი-ფეხბურთში, სადაც მონაწილეობა მიიღო ხობის, გურიფულის, პირველი ხორგის, ყულევის, ხეთის, ახალსოფლის, შუა ხორგისა და ქარიატის გუნდებმა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხეთისა და ახალ სოფლის გუნდები, სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ხეთის გუნდმა 4:0. მესამე ადგილის მფლობელი გურიფულის გუნდი გახდა. ტურნირის გამარჯვებულები სამახსოვრო თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.