19 აპრილს, პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული „ხობი 2“ ის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი ხობის“კოლხეთის“ გუნდი გავიდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. დაჯილდოვების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, გოგა ბერაიას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთდ ესწრებოდნენ.