4 აგვისტოს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების, გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის რიგით მერვე გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას ღებულობს 8 გუნდი.
ტურნირის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დაესწრო.
ფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს ხეთაში გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.