4 აგვისტოს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების, გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის რიგით მეშვიდე გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას ღებულობს 6 გუნდი 6 გუნდი. („პირველი მაისი“, „ხამისკური“, „ხეთის ცენტრი“, „ხობი“, „წინაგოლის“ და „ვეტერანთა გუნდი“).
ტურნირის გახსნის ცერემონიალს დაღუპულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შავლეგ ბუკია ესწრებოდნენ.
ფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს ხეთაში გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.