2 სექტემბერს დასრულდა გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი ნარდში, ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაზე. ტურნირში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის თემების, სოფლებისა და ქალაქის 64 მონაწილე.
ტურნირს ჰყავს ღირსეული გამარჯვებული ნოდარ ხურცია (ხობი), მეორე ადგილის მფლობელი გახდა ჯონი ფარცვანია (ხამისქური), ხოლო მესამე ადგილი მოიპოვა დავით გვასალიამ (ხობი). პირველი ადგილის მფლობელი მონაწილეობას მიიღებს ჩაქვში გასამართ ნარდის საერთაშორისო ტურნირში.
ტურნირის გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრი ჯობავამ და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაიამ.