9 აგვისტოს სტარტი აიღო ხობის ღირსეული მკვიდრის ჟურნალისტის, ნარდის დიდი ქომაგის, გოგი ბუკიას სახელობის ტურნირმა ნარდში, ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაზე. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში 54 მონარდე მონაწილეობს. პირველი ადგილის მფლობელი 12 აგვისტოს „ცოტნეობის“ დღესასწაულზე გამოვლინდება. სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
ნარდის პირველობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.