10 აგვისტოს სტარტი აიღო ხობის ღირსეული მკვიდრის ჟურნალისტის, ნარდის დიდი ქომაგის, გოგი ბუკიას სახელობის ტურნირმა ნარდში, ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაზე. რომელიც წელს მერვედ ტარდება, ის შეტანილია საერთაშორისო გათამაშებათა ცხრილში და იმართება ნარდის მსოფლიო ფედერაციის, ნარდის კლუბისა და ნარდის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.
ხობის პირველობის ფარგლებში ტურნირში მუნიციპალიტეტის თემების, სოფლებისა და ქალაქის ორმოცდაოთხი მონარდე მონაწილეობს.
პირველი ადგილის მფლობელი 12 აგვისტოს გამოვლინდება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩაქვში გასამართ ნარდის საერთაშორისო ტურნირში.
გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.