ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ევროპის ქვეყნებში და მათ შორის სქართველოში გრიპის სეზონი იწყება 2013 წლის მე-40 კვირიდან და გრძელდება 2014 წლის მე-20 კალენდარულ კვირამდე. მათივე განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის ყველა სამედიცინო დაწესებულება, გაცემულია სათანადო რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის ცენტრი მზად არის სამედიცინო ქმედებების გასატარებლად.