სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან ნუკრი ხასიათან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად, სოფელ პირველ ხორგაში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
მანამდე არსებული ბაღი ავარიული იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი აღსაზრდელებს სექტემბრიდან მიიღებს.
გიორგი გუგუჩია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ქვემო ქვალონში 300 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესსაც გაეცნო.