28 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში „კვირიკობის“ დღესასწაული აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა მოწამეების კვირიკესა და ივლიტას სახელობის მშენებარე ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა ხობის სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა კირიონმა. საზეიმო ლიტურგიას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.