28 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მშენებარე წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ პარაკლისი გადაიხადა, ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
სტუმრებმა ადგილობრივ მოსახლეობას წმინდა მოწამეთა ხსენების დღე მიულოცეს.