ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ ქალაქ ხობში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში გამსახურდიას ქუჩაზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და წყალსაწრეტი არხი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 239 ათას ლარს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.