2015 წლის 24-30 აპრილს საქართველოს მასშტაბით ჩატარდება იმუნიზაციის კვირეული, პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ლექცია-საუბრები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო სკოლებში იმუნიზაციის მნიშვნელობის აუცილებლობის თაობაზე. პროექტის მონაწილეებს დაურიგდებათ ბუკლეტები “აიცერი და დაიცავი“. იმუნიზაცია მილიონობით ბავშვს იცავს სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის სხვა მძიმე დარღვევებისგან.
ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრი გირჩევთ:
ძვირფასო მშობლებო! გახსოვდეთ, რომ დროულად ჩატარებული აცრები დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.