ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭალადიდის, წერეთლის, და კოსტავას ქუჩებზე მიმდინარეობს არხის ამოწმენდითი სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 333 229 ლარს შეადგენს. სამუშაობს შპს. ძმები ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულიდან გოჩა სიჭინავა გაეცნენ.